Case Logic
14-16
შავი

ზურგჩანთა Case Logic ALTO CCAM-5226 Black

  1. მთავარი
  2. /
  3. კატალოგი
  4. /
  5. ზურგჩანთები
  6. /
  7. ზურგჩანთა Case Logic ALTO CCAM-5226 Black
SKU: 3204801
  • სათავსო  15,6″ ლეპტოპისთვის;
  • 100% რეციკლირებული 600D პოლიესტერი;
  • 26ლ მოცულობით;

90,00 

Sale

In stock

ფერი Black
ზომები 37 x 30x 45  სმ
ლეპტოპის სათავსოს ზომები 31 x 27 x 43 სმ
წონა 0.34 კგ
მასალა Polyester
მოდელის ნომერი 3204801
მოდელის დასახლება CCAM-5226
  • უნივერსალური, მოქნილი სათავსო  15,6″ ლეპტოპისთვის,  10″ პლანშეტის ან  სხვა პირადი ნივთების შესანახად;
  • კონტურული სამხრეები  და რბილი უკანა პანელი უზრუნველყოფს კომფორტულ მოძრაობას;
  • 100% რეციკლირებული 600D პოლიესტერი და 1200D რეციკლირებული პოლიესტერის ბაზა რბილი საფარით;
  • მოსახერხებელი წინა ჯიბე  მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობების, კალმებისა და აქსესუარების შესანახად;
  • დიდი ზომის მთავარი განყოფილება,  წიგნებისა და საქაღალდეებისთვის;
  • მეორე განყოფილებაში შეგიძიათ მოათავსოთ დამატებით ნოუთბუქი, ყურსასმენები და პირადი ნივთები, ასევე არის ფარული ჯიბე ელვაშესაკრავით;
  • დიდი ზომის გვერდითი ჯიბე, წყლის ბოთლისთვის და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის;
  • ატარეთ კომფორტულად ბადისებრი ზედა სახელურის წყალობით;
  • მთავარი განყოფილების ელვაშესაკრავზე არსებული საფარი იცავს თქვენს ნივთებს წვიმის დროს;
  • ქსოვილი დამზადებულია 11 პლასტმასის ბოთლისაგან დამზადებული GRS სერთიფიცირებული რეციკლირებული მასალებით.

Case Logic  ბრენდი (THULE GROUP) დაიბადა 1984 წელს. პირველი პროდუქცია შეიქმნა ერთი მარტივი მიზეზისგამო: ატაროთ თქვენი ნივთები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და ამასთანავე ელეგანტურად. Case Logic გაძლევთ  თავისუფლებას , რომ უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ატაროთ თქვენიფოტოკამერა, ლეპტოპი და სხვა ელექტრონული აღჭურვილობა.

მიუხედავად იმისა, რომ იცვლება ტექნოლოგიები, ცხოვრებისა და მოგზაურობის სტილი, Case Logic-ის თითოეული პროდუქტის არსი რჩება იგივე –  life simplified. (მარტივი ცხოვრება).

ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შექმნას მიმზიდველი ზურგჩანთა, ჩანთა ან ქეისი, თუმცა ეს არ არის გარანტია იმისა რომ ის იქნება  კომფორტული და გამძლე. სწორედ ამიტომ, Case Logic-ის პროდუქციის  თითოეულ დეტალზე ბევრია ნაფიქრი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს Case Logic-ის პროდუქტების განვითარებაში.  როგორიცაა მთელს მსოფლიოში მოგზაურთა ჩვევების დაკვირვება, მომავალი სეზონების მოდის ტენდენციების, ფერის  და ტექსტურის ანალიზი. კომპანია ატარებს  კვლევებს პროდუქციის გამოშვებამდე დიდი ხნით ადრე.

როდესაც კონცეფცია მზად არის, პროდუქტი გადის მკაცრ ტესტირებას. კომპანიის მსოფლიო დონის ტესტირების ცენტრი, რომლის ფართობი 5 ჩოგბურთის კორტს უტოლდება და დასაქმებულია 50 თანამშრომელი, ტარდება გამძლეობის, კომფორტისა და შესრულების ხარისხის ტესტები.

შესაძლებელია, რომ სტანდარტების დაცვით პროდუქტის შექმნას ორი წელი დაჭირდეს, თუმცა ხარისხი პრიორიტეტია  და  მეტად  მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის ხანგრძლივისასიცოცხლო ციკლის უზრუნველყოფა.

Case Logic ზრუნავს გარემოზე. მდგრადობა და ეთიკური ქცევა მთავარი პრიორიტეტებია. კომპანია ისახავს მიზნებს 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგისშესაბამისად. კომპანია ცდილობს რომ წარმოების პროცესი გახდეს  სრულიად გამჭვირვალე, რათა მომხმარებელი დარწმუნდეს პროდუქციის უსაფრთხოებასა და მდგრადობაში.

Case Logic გვთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, როგორიცაა ზურგჩანთები, ლეპტოპის ჩანთები და ფოტოკამერის ჩანთები, მაგრამ ბრენდის დევიზი რჩევბა უცვლელი –  life simplified. (მარტივი ცხოვრება)

მსგავსი პროდუქტები