Case Logic
14-16
შავი

ჩანთა Case Logic Bryker Backpack Roller BRYBPR116 black, 30ლ

  1. მთავარი
  2. /
  3. კატალოგი
  4. /
  5. ჩემოდნები და ჩანთები
  6. /
  7. ჩანთა Case Logic Bryker Backpack Roller BRYBPR116 black, 30ლ
არტიკული: 3203687
  • შიდა ქეისი 15.6″-მდე ლეპტოპისთვის და 10.5″-მდე ტაბლეტისთვის;
  • შიდა ელასტიური ღვედები;
  • წინა პანელზე რამოდენიმე ჯიბე ელვაშესაკრავით ტელეფონის, დამტენების და სხვადასხვა აქსესუარებისთვის;

385,00 

Sale

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

ფერი Black
ზომები 35 x 25 x 54 სმ
ლეპტოპის სათავსოს ზომები 35 x 17 x 54  სმ
წონა 2.38 კგ
მასალა polyester 1680D
მოდელის ნომერი 3203687
მოცულობა 30 ლ
  • დამცავი შიდა ქეისი 15.6″-მდე ლეპტოპისთვის და 10.5″-მდე ტაბლეტისთვის;
  • ლეპტოპის სათავსო შესაძლებელია მოიხსნას, მეტი მოცულობისთვის;
  • შიდა ელასტიური ღვედები ნივთების ფიქსაციისთვის;
  • მოსახერხებელი ტელესკოპური სახელური ინახება  ჯიბეში ელვაშესაკრავით;
  • ჩაკერებული სამხრეებით შეგიძიათ ატაროთ როგორც ზურგჩანთა;
  • წინა პანელზე რამოდენიმე ჯიბე ელვაშესაკრავით ტელეფონის, დამტენების და სხვადასხვა აქსესუარებისთვის;
  • დიდი გვერდითი ჯიბე წყლის ბოთლის მოსათავსებლად;
  • სპეციალური საფარი ბორბლებისთვის, რომ არ დაისვაროს ტანსაცმელი, როდესაც ვატარებთ ზურგჩანთას.

Case Logic  ბრენდი (THULE GROUP) დაიბადა 1984 წელს. პირველი პროდუქცია შეიქმნა ერთი მარტივი მიზეზისგამო: ატაროთ თქვენი ნივთები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და ამასთანავე ელეგანტურად. Case Logic გაძლევთ  თავისუფლებას , რომ უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ატაროთ თქვენიფოტოკამერა, ლეპტოპი და სხვა ელექტრონული აღჭურვილობა.

მიუხედავად იმისა, რომ იცვლება ტექნოლოგიები, ცხოვრებისა და მოგზაურობის სტილი, Case Logic-ის თითოეული პროდუქტის არსი რჩება იგივე –  life simplified. (მარტივი ცხოვრება).

ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შექმნას მიმზიდველი ზურგჩანთა, ჩანთა ან ქეისი, თუმცა ეს არ არის გარანტია იმისა რომ ის იქნება  კომფორტული და გამძლე. სწორედ ამიტომ, Case Logic-ის პროდუქციის  თითოეულ დეტალზე ბევრია ნაფიქრი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს Case Logic-ის პროდუქტების განვითარებაში.  როგორიცაა მთელს მსოფლიოში მოგზაურთა ჩვევების დაკვირვება, მომავალი სეზონების მოდის ტენდენციების, ფერის  და ტექსტურის ანალიზი. კომპანია ატარებს  კვლევებს პროდუქციის გამოშვებამდე დიდი ხნით ადრე.

როდესაც კონცეფცია მზად არის, პროდუქტი გადის მკაცრ ტესტირებას. კომპანიის მსოფლიო დონის ტესტირების ცენტრი, რომლის ფართობი 5 ჩოგბურთის კორტს უტოლდება და დასაქმებულია 50 თანამშრომელი, ტარდება გამძლეობის, კომფორტისა და შესრულების ხარისხის ტესტები.

შესაძლებელია, რომ სტანდარტების დაცვით პროდუქტის შექმნას ორი წელი დაჭირდეს, თუმცა ხარისხი პრიორიტეტია  და  მეტად  მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის ხანგრძლივისასიცოცხლო ციკლის უზრუნველყოფა.

Case Logic ზრუნავს გარემოზე. მდგრადობა და ეთიკური ქცევა მთავარი პრიორიტეტებია. კომპანია ისახავს მიზნებს 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგისშესაბამისად. კომპანია ცდილობს რომ წარმოების პროცესი გახდეს  სრულიად გამჭვირვალე, რათა მომხმარებელი დარწმუნდეს პროდუქციის უსაფრთხოებასა და მდგრადობაში.

Case Logic გვთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, როგორიცაა ზურგჩანთები, ლეპტოპის ჩანთები და ფოტოკამერის ჩანთები, მაგრამ ბრენდის დევიზი რჩევბა უცვლელი –  life simplified. (მარტივი ცხოვრება)

მსგავსი პროდუქტები