Case Logic
17+
შავი

ზურგჩანთა Case Logic Laptop Backpack 17″ VNB217 black

  1. მთავარი
  2. /
  3. კატალოგი
  4. /
  5. ხელბარგი
  6. /
  7. ზურგჩანთა Case Logic Laptop Backpack 17″ VNB217 black
არტიკული: 3200980
  • სათავსო 17″ ლეპტოპისთვის;
  • სათავსო-ორგანაიზერი აქსესუარებისთვის;
  • დაპატენტებული Speed ​​​​Pocket™ ჯიბე;

155,00 

Sale

მარაგში

ფერი Black
ზომები
31.5 x 21.6 x 47 სმ
ნოუთბუქის სათავსოს ზომები 41.7 x 30 x 4.5  სმ
წონა 0.56 კგ
მასალა Nylon dobby
მოდელის ნომერი 3200980
მოდელის დასახელება VNB-217
  • სათავსო ელვაშესაკრავით 17″ ლეპტოპისთვის;
  • ფართო განყოფილება წიგნებისთვის, ფაილებისთვის და საქაღალდეებისთვის;
  • სათავსო-ორგანაიზერი პორტატული ელექტრონიკის, კალმებისა და სხვა აქსესუარებისთვის;
  • დაპატენტებული Speed ​​​​Pocket™ ჯიბე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სწრაფ წვდომას ნივთებთან (საათი, გასაღებები, ტელეფონი და ა.შ.);
  • გარე ბადისებრი ჯიბე წყლის ბოთლისთვის, საჭმლის ან სხვა მცირე ზომის ნივთებისთვის;
  • რეგულირებადი სამხრეები და სახელური მარტივი ტრანსპორტირებისთვის.

Case Logic  ბრენდი (THULE GROUP) დაიბადა 1984 წელს. პირველი პროდუქცია შეიქმნა ერთი მარტივი მიზეზისგამო: ატაროთ თქვენი ნივთები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და ამასთანავე ელეგანტურად. Case Logic გაძლევთ  თავისუფლებას , რომ უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ატაროთ თქვენიფოტოკამერა, ლეპტოპი და სხვა ელექტრონული აღჭურვილობა.

მიუხედავად იმისა, რომ იცვლება ტექნოლოგიები, ცხოვრებისა და მოგზაურობის სტილი, Case Logic-ის თითოეული პროდუქტის არსი რჩება იგივე –  life simplified. (მარტივი ცხოვრება).

ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შექმნას მიმზიდველი ზურგჩანთა, ჩანთა ან ქეისი, თუმცა ეს არ არის გარანტია იმისა რომ ის იქნება  კომფორტული და გამძლე. სწორედ ამიტომ, Case Logic-ის პროდუქციის  თითოეულ დეტალზე ბევრია ნაფიქრი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს Case Logic-ის პროდუქტების განვითარებაში.  როგორიცაა მთელს მსოფლიოში მოგზაურთა ჩვევების დაკვირვება, მომავალი სეზონების მოდის ტენდენციების, ფერის  და ტექსტურის ანალიზი. კომპანია ატარებს  კვლევებს პროდუქციის გამოშვებამდე დიდი ხნით ადრე.

როდესაც კონცეფცია მზად არის, პროდუქტი გადის მკაცრ ტესტირებას. კომპანიის მსოფლიო დონის ტესტირების ცენტრი, რომლის ფართობი 5 ჩოგბურთის კორტს უტოლდება და დასაქმებულია 50 თანამშრომელი, ტარდება გამძლეობის, კომფორტისა და შესრულების ხარისხის ტესტები.

შესაძლებელია, რომ სტანდარტების დაცვით პროდუქტის შექმნას ორი წელი დაჭირდეს, თუმცა ხარისხი პრიორიტეტია  და  მეტად  მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის ხანგრძლივისასიცოცხლო ციკლის უზრუნველყოფა.

Case Logic ზრუნავს გარემოზე. მდგრადობა და ეთიკური ქცევა მთავარი პრიორიტეტებია. კომპანია ისახავს მიზნებს 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგისშესაბამისად. კომპანია ცდილობს რომ წარმოების პროცესი გახდეს  სრულიად გამჭვირვალე, რათა მომხმარებელი დარწმუნდეს პროდუქციის უსაფრთხოებასა და მდგრადობაში.

Case Logic გვთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, როგორიცაა ზურგჩანთები, ლეპტოპის ჩანთები და ფოტოკამერის ჩანთები, მაგრამ ბრენდის დევიზი რჩევბა უცვლელი –  life simplified. (მარტივი ცხოვრება)

მსგავსი პროდუქტები